მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა - პრემიერი

11 მარტი 2024, 10:08 486 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. იგი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში