ნიუ-ჰემპშირის სანაპირო ქალაქი მთლიანად დაიტბორა

11 მარტი 2024, 09:16 399 ნახვა

ძლიერი წყალდიდობის შედეგად  ამერიკის ნიუ-ჰემფშირის  სანაპირო ქალაქი ჰემპტონი დაიტბორა. ეს უკვე  მეორე დიდი წყალდიდობაა შტატში წელს მას შემდეგ, რაც იანვარში ძლიერმა ზამთრის შტორმმა გადაუარა  სანაპიროზე მდებარე  რამდენიმე შტატს. წყლით დაიფარა ჰემპტონის ქუჩები, დატბორილია ავტომობილები. 

ადგილობრივი მედიის განცხადებით, წყალდიდობის შესახებ მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა  მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, ხოლო პოლიციამ შეზღუდა ყოველგვარი  მოძრაობა სანაპირო რაიონებში, რამდენიმე საათის განმავლობაში დაიკეტა სატრანსპორტო მარშრუტები და საცხოვრებელი უბნები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში