ბაიდენის საარჩევნო შტაბმა 24-საათში 10 მილიონი დოლარი შეაგროვა

11 მარტი 2024, 09:05 398 ნახვა

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მშობლიურ შტატ დელავერში,ეკლესიაში საკვირაო ლოცვას დაესწრო. მისმა საარჩევნო შტაბმა  განაცხადა, რომ  შეაგროვა 10 მილიონი აშშ დოლარი 24 საათის განმავლობაში პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, რომლის დროს ბაიდენმა დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნასა და აშშ-ს იმიგრაციული პრობლემების მოსაგვარებლად კანონპროექტის გატანის მცდელობაში დაადანაშაულა.  

დემოკრატიულმა  პარტიამ საარჩევო შემოწირულობების სახით იანვარში 42 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. დაახლოებით 32  მილიონი ადამიანი უყურებდა ბაიდენის გამოსვლას.

თებერვალში როიტერს-იპსოსის გამოკითხვის თანახმად, ყოფილ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 37%-მა, ბაიდენს კი 34%-მა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში