ზელენსკი უარს ამბობს პაპის მოწოდებაზე 

11 მარტი 2024, 10:16 404 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რომის პაპის მოწოდება რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და შორიდან ვირტუალური შუამავლობა გააკრიტიკა. 

ზელენსკის თავის საღამოს ვიდეომიმართვაში პირდაპირ არ უხსენებია რომის პაპი და არც  მისი კომენტარები, მაგრამ თქვა, რომ პაპის იდეები არაფერ შუაშია უკრაინის რელიგიური მოღვაწეების ძალისხმევასთან, დაეხმარონ ქვეყანას. 

"ისინი მხარს გვიჭერენ ლოცვით, საუბრებითა და მოქმედებით. აი რა არის ეკლესია. აი რას ნიშნავს ეკლესია ხალხის გვერდით და არა 2 ათას 500 კილომეტრის მოშორებით, სადღაც ვირტუალური შუამავლობა მათ შორის, ვისაც სურს ცხოვრება და ვისაც სურს შენი განადგურება'' - განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში