აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

11 მარტი 2024, 14:08 1139 ნახვა

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ყავს. ასოციაციის ხელმძღვანელი გურანდა გოგიტიძე გახდა, რომელიც საგანმანათლებლო სექტორში მუშაობს, არის საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის უფროსი ბიზნესის განვითარების ოფიცერი და ბათუმის ქალთა კლუბის თავმჯდომარე.

ახალი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია 70-მდე ქალ მეწარმეს აერთიანებს. მათი განცხადებით, მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი ქალების ეკონომიკური გაძლიერება და ადვოკატირებაა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, გაიწერება სამოქმედო გეგმა და ღონისძიებების კალენდარი. უკვე დაგეგმილია ბიზნეს-ფორუმის ჩატარება, სადაც საინვესტიციო და საგნატო პროექტებს წარადგენენ.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში