აუდიტის დასკვნა - ქობულეთის მერის განცხადება

11 მარტი 2024, 14:10 628 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო დასკვნის თანახმად ქობულეთის თვითმმართველ ორგანოში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა, რომლებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობას ეხება.

აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ქობულეთის მერმა განცხადება გააკეთა. ამბობს, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდა, სანდასუფთავების სამსახურის ბუღალტერი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებული,  მითვისებული თანხები კი  ბიუჯეტში დაბრუნდა.

რაც შეეხება, ტრანსპორტის, საწვავის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საკითხს, მერი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ხარვეზი არ არსებობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში