უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 78 სამხედრო შეტაკება მოხდა- უკრაინის გენშტაბი

12 მარტი 2024, 10:04 420 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 78 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში, მტერმა განახორციელა 8 სარაკეტო და 114 საჰაერო დარტყმა, 107 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას 22 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, მათგან 17 განადგურდა.

ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 145-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ღამით რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკში საცხოვრებელ უბანი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი კორპუსი დაინგრა, რამდენიმე ადგილას კი ცეცხლი გაჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში