ჯანდაცვის სამინისტროში წარვადგინე მიხეილ სარჯველაძე, ვისაუბრე კრიტერიუმებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მინისტრად დანიშვნას - პრემიერი

12 მარტი 2024, 10:24 403 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კრიტერიუმების შესახებ, რითაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი შეირჩა.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტროში წარვადგინე მიხეილ სარჯველაძე. შეხვედრა მქონდა სამინისტროს წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ ვისაუბრე, მათ შორის იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. საკმაოდ ფართო კონსულტაციები, ინდივიდუალური კონსულტაციები გვქონდა იქამდე, ვიდრე არჩევანი შეჩერდებოდა მიხეილ სარჯველაძეზე.

მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ, არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს მიხეილ სარჯველაძეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მიხეილ სარჯველაძე იქნება საუკეთესო მინისტრი, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება იმ საქმეს, რაც დაკავშირებულია სამედიცინო საქმიანობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში