ისრაელის პრემიერთან შეხვედრა ჩანიშნული არ არის - ბაიდენი

12 მარტი 2024, 10:19 445 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს  ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას  ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაგრძელების შესახებ  ჯო ბაიდენმა  წითელი ხაზი უწოდა.  31 ათასი პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ხუთთვიანი ომის შედეგად. 

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო არ ასახელებს დაღუპულთა რაოდენობას  მშვიდობიან მოსახლეობასა და ჰამასის მებრძოლებს შორის, მაგრამ აცხადებს, რომ დაღუპულთა 72% ქალი და ბავშვია.

ჰამასი  ისრაელის მიერ ამ რაოდენობით ჰამასის ბოევიკების ლიკვიდაციას უარყოფს და მას  „ყალბი გამარჯვებების“ წარმოჩენის მცდელობად მიიჩნევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში