საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრება იწყება

12 მარტი 2024, 10:59 523 ნახვა

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2024 წლის ეროვნული შეჯიბრება იწყება. პროექტი, რომლის მიზანიც სტუდენტებში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და სამართლის სფეროს პოპულარიზაციაა, წელს მეთერთმეტედ ტარდება. მასში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ.

პროექტს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის ავტორები დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და კონკურსის პირობები გააცნეს.  მონაწილეობისთვის სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რომლის ვადაც 1 აპრილს იწურება. 

დაგეგმილია თემატური ლექციებიც. შეჯიბრების ბოლო ეტაპი კი პროექტების წარდგენაა. ფინალი 5-7 ივნისს გაიმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში