რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს

12 მარტი 2024, 14:03 380 ნახვა

რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ომანის ყურეში ერთობლივი საზღვაო წვრთნები "საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი - 2024" დაიწყეს, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება.  ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროში  აღნიშნავენ, რომ მანევრების მთავარი მიზანი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავებაა.

დამკვირვებლის სტატუსით წვრთნებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში