შვეიცარიის მთებში მოთხილამურეები დაიღუპნენ

12 მარტი 2024, 14:04 403 ნახვა

შვეიცარიის მთებში დაკარგული ექვსი მოთხილამურიდან 5-ის ცხედარი იპოვეს.  მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ზღვის დონიდან 3 ათას  706 მეტრის სიმაღლეზე, მთა ტეტ-ბლანშზე მიმდინარეობს.

მეექვსე მოთხილამურის სამძებრო სამუშაოები შეფერხებულია.  სამუშაოს ძალიან ძლიერი ქარი, თოვა, ზვავსაშიშროება და ნულოვანი ხილვადობა ართულებს. 

ყველა დაღუპული შვეიცარიის მოქალაქეა და მათი ასაკი 21-დან 58 წლამდეა. პოლიციის განცხადებით, ექვსი მოთხილამურიდან  5  ერთი ოჯახის წევრია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში