აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულება შესაძლოა, 400 მილიონ დოლარს შეადგენდეს - „როიტერი“

12 მარტი 2024, 21:10 363 ნახვა

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულება, შესაძლოა, 400 მილიონ დოლარს შეადგენდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს, მოგვიანებით გეგმავს.

ეს ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის მხრიდან პირველი ამგვარი დახმარება იქნება კიევისთვის მას შემდეგ, რაც კონგრესში უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარებაა ბლოკირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში