ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი - სამუშაო შეხვედრა

13 მარტი 2024, 14:08 452 ნახვა

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით   გამართულ ვორქშოპზე  წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოების შესახებ  გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიებმა  პრეზენტაცია წარადგინეს.

80 მილიონი ევროს ღირებულების     პროექტის ფარგლებში,  შემოერთებულ ტერიტორიებზე  უნდა შეიქმნას  უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სისტემები, ასევე დაგეგმილია: ჩაქვის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობა,  ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განახლება, წყალარინების  სატუმბი სადგურების  მშენებლობა და რეაბილიტაცია, ჩაქვის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია, ასევე მეჯინისწყლის ჭაბურღილის გაფართოება წყლის წარმოების სიმძლავრის გაზრდის მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში