უნებართვო მშენებლობები ბათუმში 

13 მარტი 2024, 14:18 506 ნახვა

უნებართვო მშენებლობის ფაქტი გამოავლინა ბათუმში  მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებამ.  დარღვევები დაფიქსირდა როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე,  ასევე სამშენებლო კომპანიების მიერ უნებართვოდ სართულების დამატებასთან დაკავშირებით. 

მუნიციპალურ  ინსპექციაში აცხადებენ, რომ დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდნენ  და ასევე დაევალათ დემონტაჟი. სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებამ   წელს სულ 129 ობიექტი შეამოწმა.

დაფიქსირდა ასევე სანებართვო პირობების დარღვევის 10 ფაქტი.  მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს განაგრძობს.  

სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება შეისწავლის  იმ   255  წერილსაც, რომლებითაც   მოქალაქეებმა მიმართეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში