ევროკავშირი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის სახით, დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

14 მარტი 2024, 10:29 411 ნახვა

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას.

„ჩვენ ეს შევძელით. ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის კიდევ 5 მილიარდი ევროთი. გზავნილი ნათელია:  ჩვენ მთელი ძალით დავუჭერთ მხარს უკრაინას, რათა გაიმარჯვოს“, - წერს ბორელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში