პერუში პოლიციის მასშტაბური რეიდი ჩატარდა

14 მარტი 2024, 08:51 357 ნახვა

ასობით პერუელი პოლიციელი მონაწილეობდა ქვეყნის მასშტაბით  უძრავი ქონების  ათობით ობიექტის ჩხრეკაში და  18 ეჭვმიტანილის დაკავებაში  იარაღის უკანონო  ბრუნვისა და გასულ წელს ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობაში მათი როლის შესახებ საქმის  გამოძიების ფარგლებში.   

რეიდი  მიზნად ისახავდა  იმ კომპანიების გამოვლენას, რომლებსაც იარაღი ძირითადად აშშ-დან და თურქეთიდან შეაქვთ.

გამოძიების თანახმად, იარაღი საბოლოო ჯამში კრიმინალური დაჯგუფებების ხელში ხვდებოდა, რომელთა შორის  არის ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში