მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14 მარტი 2024, 13:30 432 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში