სომხეთთან მშვიდობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა - ალიევი

14 მარტი 2024, 13:52 356 ნახვა

ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მისაღწევად, როგორც არასდროს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა   ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.    

სიტყვით გამოსვლისას ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას დადებითი შედეგები ექნება კონფლიქტების დარეგულირებისთვის. 

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებები შეიძლება ლოკალური ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათ ბევრად უფრო ფართო შედეგები აქვთ.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში