დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმე

14 მარტი 2024, 14:05 486 ნახვა

ასეულობით მილიონი ლარის  მითვისების ფაქტზე   3  დაკავებული  თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით,  ბრალდებულებმა  2 წლის წინ   ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან  209  მილიონზე  მეტი დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145 მილიონი  გადარიცხეს,  ხოლო 122  მილიონზე მეტი  დოლარი  მიისაკუთრეს.

სამივე დაკავებულს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების მუხლით წარედგინათ.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში