შავ ზღვაში ხელოვნური ნახევარკუნძულების შექმნის მიზნით, მიწის მოწყობის სამუშაოები გრძელდება - "ამბასადორი ბათუმი აილენდი"

14 მარტი 2024, 15:59 616 ნახვა

შავ ზღვაში ხელოვნური ნახევარკუნძულების შექმნის მიზნით, მიწის მოწყობის სამუშაოები გრძელდება - ინფორმაციას "ამბასადორი ბათუმი აილენდი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნის მიზნით, ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი.

შეგახსენებთ, ბათუმში ,,ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში