რატომ არ ესწრებოდა ანსამბლი “ფესვები” მიღებას პრეზიდენტის სასახლებში?

15 მარტი 2024, 18:07 403 ნახვა

რატომ გაბრუნდა გზიდან პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებაზე მიმავალი ანსამბლი „ფესვები“ ? - შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ანსამბლმა "ფესვებმა" თბილისში პრეზიდენტის ღონისძიებაზე გამოსვლა ვერ შეძლო, რადგან ორი მოცეკვავე შეუძლოდ გახდა და მათი გზიდან მობრუნება მოუხდათ. იმავეს ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელიც, თუმცა ბადრი დარჩიძე ამბობს იმასაც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური წერილი მიწვევასთან დაკავშირებით არ მისვლიათ, მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, რის შესახებაც სწორედ გზაში გაიგო. მუნიციპალურ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ანსამბლი პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე უნდა ჩასულიყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლისას თქვა, რომ ფოლკლორულ ანსამბლს მონაწილეობის უფლება არ მისცეს და გზიდან გააბრუნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში