თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული გასაბერი ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია

15 მარტი 2024, 19:11 528 ნახვა

თურქეთის ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შვიდი ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.

ჩანაქკალეს გუბერნატორის განცხადებით, მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ ორმა კი წყლიდან ამოსვლა მაშველების მოსვლამდე შეძლო.

სამაშველო ოპერაციაში თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი, 18 ნავი და 500-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში