პროფესიული ორიენტაციის პროგრამა

15 მარტი 2024, 20:46 1103 ნახვა

ბათუმის ქალთა კლუბმა, წელს პირველად განათლების ხელშეწყობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით პროფესიული ორიენტაციის პროგრამა განახორციელა. ერთი თვის განმავლობაში შერჩეულ აბიტურიენტებს საშუალება ქონდათ რეალურ გარემოში გაცნობოდნენ მომავალ პროფესიას. კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი გოგონებს, მისცეს ეს შესაძლებლობა. 1 თვის განმავლობაში აბიტურიენტები მენტორების დახმარებით სხვადასხვა სფეროს ეცნობოდნენ. როგორც ქალთა კლუბში აცხადებენ, პროექტის მონაწილეთა ნაწილმა გადაწყვეტილება შეიცვალა და გადაწყვიტა სხვა სამომავლო პროფესია აერჩია. ნაწილი კი არჩევანის სისწორეში დარწმუნდა. შეგახსენებთ რომ ბათუმის ქალთა კლუბი წარმოადგენს ასოციაციის „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ბაზაზე არსებულ გაერთიანებას, რომელშიც გაწევრიანებული არიან წარმატებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები ბათუმიდან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში