აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში

16 მარტი 2024, 10:11 677 ნახვა

ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის აჭარის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა, ასპარეზობაში სულ 180-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

სხვადასხვა ასაკობრვ კატეგორიაში გამარჯვებულები საქართველოს ჩემპიონატზე იმავე ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ. გამარჯვებულები სიგელებით, თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.  

შეჯიბრი  აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში