ოლაფ შოლცის განცხადება

16 მარტი 2024, 11:01 433 ნახვა

რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის ფინანსურად დასახმარებლად გამოვიყენებთ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა ასევე მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა, და აღნიშნა, რომ ე.წ. ვეიმარის სამეულის ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში