2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან 

16 მარტი 2024, 20:02 574 ნახვა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვიდან ორი წელი გავიდა. 2022 წლის 16 მარტს რუსმა სამხედროებმა 500 კილოგრამიანი ბომბი ესროლეს თეატრის შენობას, რომლის წინაც შესამჩნევი წარწერა იყო, რომ შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ.

დაბომბვას 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უმეტესობა ბავშვი. 

დღეს ბათუმის ევროპის მოედანზე უკრაინელმა აქტივისტებმა აქცია გამართეს და ომის დანაშაულებები გააპროტესტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში