უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

17 მარტი 2024, 10:13 405 ნახვა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რამაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 17 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კრასნოდარის რეგიონში, ოთხი მოსკოვის რეგიონში და დანარჩენი ექვსი კი, სხვა რეგიონებში.

მედიის ცნობით, კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მომხდარის შედეგად მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე სამ რაიონში დრონების ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში