ომი ახლო აღმოსავლეთში

17 მარტი 2024, 10:09 394 ნახვა

კვლავ მძიმე ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 31 ათასს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰამასის კონტროლ ქვეშ მოქცეული ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. მათივე ცნობით, საომარი მოქმედებების ზონაში მხოლოდ ბოლო 24 საათში 63 ადამაინი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა.

რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს უნდა განახლდეს. ამის პარალელურად  ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაეთანხმა „ჰამასის“ საზავო შეთანხმებას და დაამტკიცა ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.

ქალაქში ამ დროისთვის მილიონ ნახვარი ადგილობრივი და დევნილი იმყოფება. რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაანონსებას კატასტროფული შედეგების მომტანი უწოდა გაერომ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში