პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი 

17 მარტი 2024, 10:44 412 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა.  ქვეყნის მასშტაბით 600-მდე  ასეთი მაღაზია შემოწმდება. 

სააგენტოს ინფორმაციით პრეპარატების ხარისხის დასადგენად  მიმდინარეობს ნიმუშების აღება. 

შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. 

კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში