უშუს საქართველოს თასის მერვე გათამაშება

17 მარტი 2024, 17:50 516 ნახვა

ტანვარჯიშის არენაზე უშუს საქართველოს თასის მერვე გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობს 170-მდე სპორტსმენი, მათ შორის ლატვიელი უშუისტებიც.

შეჯიბრი ორი მიმართულებით ტარდება: კონტაქტურ სახეობა უშუ-სანდასა და საჩვენებელ სახეობა უშუ-ტაოლუში. გამარჯვებულ გუნდს სახელობითი - „სიუენ ჭაო შანის“ - გარდამავალი თასი გადაეცემა.

ტურნირის გახსნაზე პერფორმანსი გამართეს ჩინეთიდან ჩამოსულმა ინსტრუქტორებმა.

ჩინელი უშუს ექსპერტები საქართველოში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან. ისინი თბილისში უშუს უფასო სემინარებს ატარებენ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის წევრი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში