ისრაელის არმიამ შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა

18 მარტი 2024, 12:12 393 ნახვა

ისრაელის არმიის განცხადებით, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა "წერტილოვანი ოპერაცია" ჩაატარეს ღაზის შიფას ჰოსპიტალში,რომლის დროსაც პალესტინელ ბოევიკებთან შეტაკება მოხდა. ისრაელის მხარის მტკიცებით, კომპლექსში შესულ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს და ჯარმა უპასუხა. არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჰამასის მაღალჩინოსანი ტერორისტები შიფას საავადმყოფოში გადაჯგუფდნენ და მას ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის იყენებენ. ჰაგარის თქმით, გრძელდება ჰუმანიტარული ძალისხმევა პაციენტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, წყლისა და სხვა მარაგების მიწოდების მიზნით. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციამ სექტორის თითქმის მთელი 2,3 მილიონი მოსახლეობის განდევნა, შიმშილის კრიზისი, ღაზის სექტორის დიდი ნაწილის მიწასთან გასწორება და 31 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. გენოციდის ბრალდების საქმეზე ისაელის წინააღმდეგ მსოფლიო სასამართლოში გამოძიება დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში