რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეელთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა

18 მარტი 2024, 15:07 405 ნახვა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, რომელიც კვირას სამდღიანი კენჭისყრის შემდეგ დასრულდა, 77,44% შეადგინა, რაც პოსტსაბჭოთა რეკორდს წარმოადგენს. ამის შესახებ პამფილოვამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია. რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში