დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ

18 მარტი 2024, 15:10 424 ნახვა

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური დახვდნენ. ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, ტურნირის ფარგლებში, სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში