ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა - ისრაელის თავდაცვის ძალები

19 მარტი 2024, 10:32 466 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის უდიდეს საავადმყოფოში, ალ-შიფაში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი ტერორისტი კი დააკავეს.

ისრაელის არმიის პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აგრძელებს სამხედრო ოპერაციების სისტემატურად ჩატარებას საავადმყოფოებიდან და სამოქალაქო დაწესებულებებიდან და მშვიდობიან მოსახლეობას და პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებს.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს ირგვლივ „მიზანმიმართული ოპერაცია“ წამოიწყეს. მათი მტკიცებით, აქვთ დაზვერვის ცნობა, რომ საადმყოფოს ტერიტორიას „ჰამასი“ სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში