პერუს სამხრეთში ღვარცოფმა გზები წალეკა

19 მარტი 2024, 12:08 422 ნახვა

კოკისპირულმა წვიმების შედეგად პერუს ქალაქ ალკაში ქუჩები, სახლები, სკოლები და საავადმყოფო დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა ქალაქ ალკას მიმდებარე მთიან რეგიონში გამოიწვია ღვარცოფი, რომელმაც წალეკა გზები და გაანადგურა 75 სახლი. სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. თუმცა, სტიქიით დაზარალებულ რაიონებში გართულებულია მოხვედრა წალეკილი მისასვლელი გზებისა და ძლიერი წვიმის გამო, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში