„გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა ძმები ბერიძეების შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე

19 მარტი 2024, 14:47 506 ნახვა

კანონს მიღმა შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ექსპერტები.კვლევის მიხედვით, ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2024 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის კუთვნილი პროექტებისა და ნარჩენების მართვის კომპანიების, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებიდან 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მათ შორის კი 3მილიონ 568 ათასი ლარი - ქვეკონტრაქტორობიდან, 955 ათას 808 ლარი უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდან.არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში