ტრამპი ნატო-ს წევრებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

20 მარტი 2024, 10:44 416 ნახვა

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავს ნატოს მოკავშირეებს   რუსეთის მომავალი თავდასხმისგან, თუ ისინი უფრო მეტს დახარჯავდნენ თავდაცვაზე.

ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში, ტრამპმა გაიმეორა ის განცხადებები, რომლებმაც  გასულ თვეში აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა წინასაარჩევნო მიტინგზე, რომ წააქეზებდა  რუსეთს „გააკეთოს ის, რაც მას სურს“ ნატოს წევრის მიმართ, თუ ისინი არ დახარჯავენ საკმარსს თანხას თავდაცვაზე. 

შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ალიანსის სამხედრო ძლიერების  ბირთვს წარმოადგენს. ნატოს შეფასებით, ალიანსის  მხოლოდ 11 წევრი ხარჯავს თანხებს მიზნობრივ დონეზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში