უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია - ოსტინი

20 მარტი 2024, 08:43 394 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ცდილობს დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ აქტიურად დაუჭირონ მხარი უკრაინის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული უკრაინის ბედი. 

ოსტინის თქმით,  შეერთებული შტატები ერთგულია  კიევის მიმართ, მაშინაც კი, როცა ვაშინგტონს არსებითად ამოეწურა ფული უკრაინული ძალების შეიარაღების გასაგრძელებლად. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ჯერჯერობით უარს ამბობს კენჭისყრაზე კანონპროექტზე, რომელიც უკრაინას დამატებით 60 მილიარდ დოლარს გამოუყოფს და თეთრი სახლი ცდილობს მოიძიოს დახმარების სხვა გზები.

ოსტინი ხელმძღვანელობს ყოველთვიურ შეხვედრას, რომელიც ცნობილია როგორც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი და რომელიც გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე ტარდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში