ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 197 ოჯახი დახმარებას მიიღებს

20 მარტი 2024, 12:04 420 ნახვა

აჭარაში მცხოვრები  სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 197 ოჯახი  დახმარებას მიიღებს. მათგან 159-ი მეწყერმა, ხოლო 38 ოჯახი კი ხანძარმა დააზარალა. სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, დაზარალებული ოჯახების ნაწილის საცხოვრებელ ფართებზე აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებენ, ნაწილს კი ალტერნატივას შესთავაზებენ.

საამისოდ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში მილიონ 591 371 ლარი გამოიყოფა. სამთავრობო კომისიის  რეკომენდაცია უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით,  გასულს წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახების დასახმარებლად რეგიონის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონ 676 395 ლარი დახარჯა, 520 ოჯახს დაეხმარა ასევე ფინანსურად. 

ვიდეო მასალა და ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში