სოფლად მხარდაჭერის პროგრამა- მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა 

20 მარტი 2024, 20:40 484 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა ქედაში. კრებებზე მოსახლეობამ 29 სოფელში გარეგანათების მოწყობა, ამდენივე სოფელში ბეტონის დაგება აირჩიეს. ოთხ სოფელში სანიაღვრე არხების მოწყობა, ხოლო ორ სოფელში საერთო წისქვილების რეაბილიტაცია მოხდება. “ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის “ ბიუჯეტიდან 64 სოფლისთვის ჯამში 750 000 ლარია გათვალისწინებული. თანხები სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 10 000 დან 16 000 ლარამდეა გამოყოფილი. ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრის ოქმები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საპროექტო დოკუმენტაციები მომზადდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში