ვირუსების მომატებული რაოდენობა ხულოში

20 მარტი 2024, 20:42 641 ნახვა

სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებული ჩივილებით მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია ხულოს კლინიკაში. პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას ძირითადად ცემინებით, ტემპერატურითა და ხველებით მიმართავენ. ადგილზე ხდება პირველადი დახმარების გაწევა და მკურნალობის გაგრძელება ბინაზე. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები კი ადგილზე ჰოსპიტალიზდებიან, ისინი საჭირო სერვისებს კლინიკაში ღებულობენ. მიმართვიანობა მაღალია ბავშვებსა და მოზარდებშიც, რომლებსაც ძირითადად ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციას აძლევენ სპეციალისტები. უკიდურეს შემთხვევაში ხდება პაციენტების რეფერირებაც ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 12 პაციენტი გადის ვირუსულ მკურნალობას. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით საწოლფონდი ხელმისაწვდომია და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით პაციენტებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში