თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ - პრემიერი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

21 მარტი 2024, 11:47 360 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დაიცავენ და გაუფრთხილდებიან.

"ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს. ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა. საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს და წარმატებებს“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში