დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი 2024, 14:09 588 ნახვა

დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვების ნახატები და სხვადასხვა ნამუშევარი გამოიფინა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში.

გამოფენა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

ღონისძიებაზე შეკრებილებმა აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და  სწორედ ასეთი აქტივობების ამსახველი ფოტოებიც დაათვალიერეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში