სასამართლო პროცესი

21 მარტი 2017, 00:00 3699 ნახვა

დღეს სასამართლო 11 მარტს, აქციის დაწყებამდე დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეზე იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. დაცვის მხარე დღეს მოწმეთა დაკითხვას და ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს. შეგახსენებთ, ამ პირების სასამართლო პროცესი ერთხელ უკვე გაიმართა, 11 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და პროცესი გადაიდო. რამაზ ხიმშიაშვილი “მთავართან” საუბარში ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მას ხშირად მიზანმიმართულად აჯარიმებენ, რასაც შსს არ ადასტურებენ. ჯიმი ვარშანიძესა და რამაზ ხიმშიაშვილს სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენება და სამართალდამცავების დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

ამავე კატეგორიაში