წელს პირველად აჭარა სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს

21 მარტი 2024, 15:56 486 ნახვა

წელს, პირველად აჭარა სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები 45 კმ-ნ საფეხმავლო მარშრუტს „ჩირუხი-ხიხანი -შუამთის ტბები - ბეშუმი - გოდერძი - ალპური ბოტანიკური ბაღი“ ოთხ დღეში დალაშქრავენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარებას ზაფხულში გეგმავს.

მასში მონაწილეობა მოლაშქრეებისთვის უფასო იქნება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მაისში დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში