ბრილში გიგანტურ სლალომში შეჯიბრს უმასპინძლეს

21 მარტი 2024, 18:17 740 ნახვა

სოფელ ბრილში სათხილამურო სპორტში, გიგანტურ სლალომში შეჯიბრი მოეწყო. აქტივობაში 40 მდე მოთხილამურე მონაწილეობდა შუახევისა და ხულოს სასპორტო სკოლებიდან. სპორტული ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა უკვე სხვა ლოკაციიდან, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. მარათონის მიზანი სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია, ახალი სათხილამურო ლოკაციების აღმოჩენა და განვითარებაა. გიგანტურ სლალომში შეჯიბრს აჭარის სათხილამურო ფედერაცია უწევდა ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში