შეხვედრა გადამზიდავ კომპანიებთან

22 მარტი 2024, 11:01 450 ნახვა

სატვირთო გადაზიდვების ნებართვების  წესში შესატანი ცვლილების შესახებ გადამზიდავების მოსაზრებები მოისმინეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მინისტრის მოადგილის  ინფორმაციით,  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ გადაზიდვის ნებართვების გაცემა 18 მარტიდან დაიწყო.

აღნიშნული პროცედურა პროფილური ბიზნესის ჩართულობის შედეგად  უნდა დაიხვეწოს და მომავალი წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ერთჯერადი გადაზიდვების სანებართვო სისტემის დარეგულირებაც.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად პარტნიორ ქვეყნებთან ცვლის ორმხრივი გადაზიდვის ნებართვას,ასევე  ტრანზიტულ ნებართვას და ე.წ. მესამე ქვეყნიდან ან მესამე ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში