377 განაცხადიდან ექსპლუატაციის მოთხოვნა 90 შენობაზე დაკმაყოფილდა

22 მარტი 2024, 14:50 409 ნახვა

2020 წლიდან დღემდე  ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შესული  377 განაცხადიდან ექსპლუატაციის მოთხოვნა მხოლოდ 90  შენობაზე დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  კანონით განსაზღვრული ნორმები უმრავლესობამ ვერ დააკმაყოფილა.  რაც შეეხება მიმდინარე წელს, მუნიციპალურ ინსპექციაში  შენობა-ნაგებობის მიღების მოთხოვნით 10 განაცხადი შევიდა, მათგან  6 ობიექტის მიღებაზე ინსპექციამ უარი თქვა, 2-ს კი განიხილავენ. ექსპლუატაციის მოთხოვნაზე უარი განცხადების ავტორებს სხვადასხვა მიზეზით ეთქვათ, მათ შორის, სამშენებლო ნებართვით განსაზღვრული პროექტის დარღვევაზე.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ   2023 წლის 30 ივნისიდან ბათუმში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით ამინისტია გამოცხადდა.

დროებითი წესი საქართველოს პარლამენტმა 2 წლის ვადით დაამტკიცა. ამ დრომდე  მუნიციპალურ ინსპექციაში  მხოლოდ  36 განაცხადი შევიდა, მაგრამ  ჯერ  არცერთი არ დაკმაყოფილებულა.

ამინისტია 2022 წლის 26 სექტემბრამდე, კოეფიციენტის დარღვევით აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს და მრავალფუნქციურ ობიექტებს ეხება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში