უკრაინაში მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

22 მარტი 2024, 14:01 410 ნახვა

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ხმელნიცკში,  რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ოკუპანტის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეშიც, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა. 3 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაზიანებულია ზაპოროჟიეში მდებარე ჰიდრავლიკური ნაგებობები და დნიპროს ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი.

უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ვოლოდიმირ ზელენსკი კი პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმის დროს რუსეთმა შაჰედის ტიპის 60-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 90-მდე რაკეტა გამოიყენა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში